არჩევნები

საპრეზიდენტო კანდიდატი: მიხეილ სალუაშვილი

რატომ მიხეილ სალუაშვილი

ბიოგრაფია და ხედვა მოწოდებულია საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ; სტილი დაცულია

თეოლოგი, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი, ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს სულიერი მისიის კვლევით დაკავებული პოლიტიკოსი.

დაიბადა: თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს 

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980/1982]; სპი-ს „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე [1983//1989]; სპი-ს „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ უფროსად [1990/1991]; სპი-ს „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის გამგის მოადგილედ - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991/995]; საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარედ [1991];; 1992 წ. იანვარიდან დღემდე არის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის  თავმჯდომარე;  

არის: 14 გამოგონების, 40 სამეცნიერო ნაშრომის; 51 საკანონმდებლო წინადადების; 133 კრებულისა და 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი; თადარიგის უფროსი ლეიტენანტი; „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი [2003];

ჰყავს: ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის“ [„საქართველოს გაბრწყინების სულიერი და ფიზიკური, ანუ პოლიტიკური ასპექტები“]; საარჩევნო დევიზი: „უფალია ჩვენი სიმართლე“.

ქვეყნის გამაერთიანებელი ლიდერის პოზიციიდან მომდინარე საქმიანობის მთავარი მიზანი: საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის: ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია;

ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების კუთხით გამოკვეთილ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებსა  და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის საყოველთაო თანხმობის მიღწევა...

დაუსვით კითხვები კანდიდატს
თქვენი კითხვა გადამოწმების შემდეგ გამოჩნდება
თარიღი: 2018-10-22 19:10:30

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება საქართველომ ფუნდამენტურად გადაჭრას ეროვნული უსაფრთხოების საკითხი?